რომელია ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიები საქართველოში?
ვიზიტორები უპირატესობას მარტივ ეკოტურისტულ ობიექტებს და ბუნების ძეგლებს ანიჭებენ, სადაც კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი.
მათ შორის, ვიზიტორთა გაზრდილი ნაკადით გამოირჩევა:
☑️ნავენახევის მღვიმე - 33%
☑️სათაფლია - 20%
☑️მარტვილის კანიონი - 12%
☑️პრომეთეს მღვიმე - 10%
ნავენახევის მღვიმე შედარებით ახალი ეკოტურისტული ობიექტია და ვიზიტორთა მხრიდან სწრაფად მზარდი ინტერესით გამოირჩევა. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, რეკორდული ზრდა 33% სწორედ ნავენახევის მღვიმეში დაფიქსირდა.
ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი, რომლებსაც ჯამში 619 743 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად პირველ ხუთეულში მოექცა ასევე ინდოეთიც.
დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.