TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

 ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირმა     ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“  ფილიალების ღვაწლმოსილი  პედაგოგები  საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. სიგელები მათ კულტურის სფეროში და მუსიკოსთა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ . იაკობ გოგებაშვილის სახელობის საიუბილეო მედალი მიიღო ახალგაზრდა პიანისტმა გიორგი რევიშვილმა.

ასევე,  პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა გარი ჩაფიძემ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით , ქართული პედაგოგიური ელიტის უმაღლესი ჯილდო -  იაკობ გოგებაშვილის სახელობის ოქროს მედალი გადასცა  გაერთიანების განათლების განყოფილების უფროსს მაყვალა ქობულაძეს. აღსანიშნავია, რომ  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განათლების სფეროში ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მაყვალა ქობულაძეს 2023 წელს  ევროპის სამეცნიერო და პედაგოგიური პარლამენტის მიერ მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდო „ სოკრატეს ოქროს ვარსკვლავი“.   იგი ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის იყო ქალაქ ქუთაისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურის უფროსი. მუდმივად და აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესებში.ამჟამად  არის იმერეთის იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე და ევროპის სამეცნიერო პედაგოგიური პარლამენტის დეპუტატი. 

დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად, სტუმრების საპატივცემულოდ, მუზეუმში გაიმართა მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, ზ. ანჯაფარიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლის, მ. ბალანჩივაძის სახელობის N1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ერთობლივი კონცერტი.

ღონისძიების ბოლოს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ნონა ქარციძემ, აკადემიკოს გარი ჩაფიძეს , როგორც საპატიო სტუმარს, მუზეუმის შრომების კრებული და სუვენირი „ კოლხური დიდრაქმა“ გადასცა.

საპატო სიგელები გადაეცათ:

☑️ თორნიკე მარჯანიშვილი - რეჟისორი, ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის მრჩეველი

☑️ ლედა კანკავა -  მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი

☑️ ციცინო თოდუა - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი

☑️  ქეთევან მელქაძე - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი

☑️ რადონიცა გიორგობიანი - მ. ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის პედაგოგი

☑️ ლავალეტა წოწორია - ზ. ანჯაფარიძის სახელობის #3 სამუსიკო სკოლის პედაგოგი

☑️ მალხაზ მჭედლიშვილი -  ზ. ანჯაფარიძის სახელობის #3 სამუსიკო სკოლის პედაგოგი

☑️ თამარ დვალი - ზ. ანჯაფარიძის სახელობის #3 სამუსიკო სკოლის პედაგოგი

☑️ნონა ქარციძე - ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე

☑️მზია ზარნაძე -  ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu