TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში არსებული აეროპორტის აღდგენა-ამოქმედებისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება

ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში არსებული აეროპორტის აღდგენა-ამოქმედებისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება

ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში არსებული აეროპორტის აღდგენა-ამოქმედებისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება

ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში არსებული აეროპორტის აღდგენა-ამოქმედებისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება. ინიციატივას ლენტეხის მკვიდრი ნინო ონიანი ავრცელებს.

“მოგმართავთ ყველა სვანს და არა მხოლოდ სვანს - ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ლენტეხის მუნიციპალიტეტისა და მთლიანად სვანეთის განვითარება.

თუ თქვენც ფიქრობთ, რომ სოფელ ჩიხარეშში არსებული აეროპორტის აღდგენა-ამოქმედება შეიძლება გახდეს რეგიონის ახალი შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრების გადაადგილების გამარტივებას და ქვემო სვანეთის უფრო აქტიურად დაკავშირებას დანარჩენ საქართველოსთან - შემოგვიერთდით.

ეს არის იდეა ქვემო სვანეთის უკეთესი მომავლისთვის.

ჩვენ გვინდა, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება და ერთად დავაფიქსიროთ საზოგადოების მხარდაჭერა ინიციატივის მიმართ:

„ჩიხარეშის აეროპორტის აღდგენა-ამოქმედება - ქვემო სვანეთის ახალი შესაძლებლობა!“

თუ ამ იდეაში თქვენც ხედავთ პერსპექტივას, გთხოვთ, დაუჭიროთ მხარი და გააზიაროთ პოსტი, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ამ ინიციატივის შესახებ.

გვჭირდება ადამიანები ვინც შეძლებს ხელმოწერების შეგროვებას. როგორც სვანეთში, ასევე თბილისში, ქუთაისში და ყველგან, სადაც ამ იდეის მომხრენი და გამზიარებელნი არიან!

ერთი ხელმოწერა, შეიძლება მხოლოდ ერთი ხმა იყოს, მაგრამ ერთად - ეს უკვე საზოგადოების პოზიციაა,”-ამბობს ნინო ონიანი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu