TOPNEWS » მთავარი თემა » ღვაწლმოსილი მეცნიერი ცაგერიდან

ღვაწლმოსილი მეცნიერი ცაგერიდან

ღვაწლმოსილი მეცნიერი ცაგერიდან

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, სოფელ ქვედა ცაგერში, ღვაწლმოსილი მეცნიერი დავით კოპალიანი მოინახულა.

დავით კოპალიანი1930 წლის 15 სექტემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის  სოფელ ქვედა ლუხვანოში დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა. 1951-1955 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო  პედაგოგიურ უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1955 წლიდან მუშაობდა ლეჩხუმის სხვადასხვა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. წლების მანძილზე იყო ცაგერის რაიონის განათლების განყოფილების გამგე, რამდენიმე საშუალო სკოლის და პროფესიული სასწავლებლის  დირექტორი.

დავით კოპალიანს მინიჭებული აქვს დოცენტის წოდება, არის ფაზისის აკადემიის წევრი. გამოცემული აქვს 50-ზე მეტი ნარკვევი და სამი მონოგრაფია. არის დამსახურებული მასწავლებელი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

დავით კოპალიანი მუშაობს ცაგერის ისტორიულ მუზეუმში არქეოლოგიის  განყოფილების ხელმძღვანელად, კვლავ აქტიურად აგრძელებს მშობლიური კუთხის - ლეჩხუმის კვლევას და მის პოპულარიზაციას.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დავით კოპალიანს მხნეობა, დიდხანს სიცოცხლე და აქტიური სამეცნიერო საქმიანობა უსურვეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu