საჩხერის მერიამ წარმატებულ სპორტსმენებზე 82 950 ლარი დახარჯა

საჩხერის მერიამ წარმატებულ სპორტსმენებზე 82 950 ლარი დახარჯა

2023 წელს საჩხერელმა სპორტსმენებმა ეროვნულ თუ საერთაშორისო ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. 
უკვე მეშვიდედ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ლაშა ტალახაძემ.
გიორგი კირვალიძე, საქართველოს 2023 წლის ძალოსნობის ჩემპიონატზე 20-წლამდელთა შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა. მანვე ბუქარესტში გამართულ ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. უახლოეს წარსულში გიორგიმ მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 20-წლამდელთა შორის ატაცში მსოფლიო ჩემპიონობა, ხოლო ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
17 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა დავით კირვალიძემ 96 კგ. წონით კატეგორიაში.
ევროპის ჩემპიონი გახდა გერვასი თაბაგარი და ასევე საქართველოს ჩემპიონი 20-წლამდელთა შორის;
 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა ჯუმბერ ბეკოშვილი, 89 კგ. წონით კატეგორიაში;
 ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, აკაკი ტალახაძემ 23- წლამდელთა შორის მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 109 კგ. წონით კატეგორიაში.
 ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა გოდერძი ბერდელიძე 61 კგ.წონით კატეგორიაში;
 მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონს ტიტულს დაეუფლა ლუკა ცინაძე ახალგაზრდებს შორის;
 მიმდინარე წელს პირველად საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართულ ჭიდაობაში, ჩემპიონი გახდა ონისე ბუღაძე;
საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, აკაკი ქემერტელიძე საქართველოს ჩემპიონი 70 კგ. წონით კატეგორიაში გახდა. ამავე ჩემპიონატზე, ლუკა ჩხიტუნიძემ 74 წონით კატეგორიაში მეორე, ხოლო ოთო ბაგაური და ნიკა ზაქაშვილი მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.
"წარმატებები გვქონდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ფალგებში. საჩხერის შოთა რუსთაველის N3 საჯარო სკოლის ვაჟთა ფეხბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ასანიძე, ხოლო საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა. სპორტის სხვადასხვა სახეობებში საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებისთვის ფულადი თანხით დაჯილდოვდნენ სპორტსმენები და მწვრთნელები; სულ მუნიციპალიტეტმა ამ კუთხით გასცა 82 950 ლარი,"-აცხადებენ საჩხერის მერიაში. 

ტეგები:

Facebook - კომენტარები