TOPNEWS » მთავარი თემა » ირაკლი კობახიძემ ზესტაფონში რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

ირაკლი კობახიძემ ზესტაფონში რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

ირაკლი კობახიძემ ზესტაფონში რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა.

მთავრობის მეთაური სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 1 200  მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე  გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი, გათბობის, წყალმომარაგების, ხანძარსაწინააღმდეგო, კანალიზაციის, ვიდეო სათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 9 162 850 ლარი შეადგინა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu