რა პრობლემებზე საუბრობენ ტყიბულში, ჯვარისის თემში მაცხოვრებლები?

“ქართული ოცნების” ტყიბულის მერობის კანდიდატი დავით კუბლაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად
ჯვარისის თემის მოსახლეობას შეხვდა.
“ შეხვედრა საინტერესო და საქმიანი აღმოჩნდა. ჩემთვის არ იყო უცნობი სოფლის მცხოვრებთა პრობლემები, რადგან წინა წლებში, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხშირად მქონდა შეხება აღნიშნულ საკითხებთან.
მოსახლეობა დიდი ხანია სასმელი წყლით უზრუნველყოფას ითხოვს და რთული ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ხელისუფლება გარკვეულ სიძნელეებს აწყდება. მერის წარმომადგენლემა ჯვარისის თემში წყლის მილების შეძენისა და სამუშაოების დაწყებაზე მზაობა განაცხადეს.
სოფელი ჯერ არ გაზიფიცირებულა, ამიტომ აქტუალურია ხანგრძლივი ზამთრის პირობებში გათბობის საკითხიც. გადაწყვეტილი მაქვს ამ პრობლემას სატყეო ზონის უფროსთან ჩავუღრმავდე და ერობლივად მოვიფიქროთ რით შევძლებთ ხალხის დახმარებას.
ანალოგიური პრობლემა დგას ჯვარისის თემის სხვა სოფლებშიც. აქაც აუცილებელია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მოზარდებისათვის. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებ ბავშვებისათვის სპორტული ინვენტარის მიწოდებას.
ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც თითოეული მოქალაქე მოდის და საკუთარ სატკივარზე გესაუბრება. ყველა საკითხი ჩავინიშნეთ და შეძლებისდაგვარად მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რომ მოსახლეობის გულწრფელობა და ნდობა გავამართლოთ.
შეხვედრაზე წარვადგინე ჯვარისის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისიდორე ლომთაძე,”-ამბობს დავით კუბლაშვილი.