რეკლამა

ვანის ტურიზმის ცენტრს ახალი შენობა აქვს

ვანის ტურიზმის ცენტრს ახალი შენობა აქვს

ვანის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ახალ შენობაში განთავსდა. ცენტრის გახსნაში ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გოგორიშვილთან და ოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობა  DMO იმერეთის აღმასრულებელმა დირექტორმა მარი დევიძემ და DMO იმერეთის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პაატა ლილუაშვილმა მიიღეს.

"ახალი შენობის პრეზენტაციის ფარგლებში, გაიმართა საქმიანი შეხვედრა სადაც,  DMO იმერეთის აღმასრულებელმა დირექტორმა მარი დევიძემ, ვანის ტურიზმის ცენტრის დირექტორთან ნანა ლილუაშვილთან ერთად ორგანიზაციებს შორის  უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და კონკრეტული სამომავლო  გეგმების შესახებ ისაუბრა,"-აცხადებენ DMO იმერეთში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები