რეკლამა

ტყიბულის სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ტყიბულის სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ტყიბულის N6 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სკოლა სამძიმარს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის ოჯახს უცხადებს. 

"სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის კურსდამთვარებულის, პროფესორის, სამართლის დოქტორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის (2005-2015 წლებში), კონსტანტინე კუბლაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს,"-ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.


2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის" იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.

2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები