TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის 1 347 396 ლარი დაიხარჯება

ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის 1 347 396 ლარი დაიხარჯება

ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის 1 347 396 ლარი დაიხარჯება

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, საქართველოს პარლამენტის წევრიზაზა ლომინაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის  სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ, სადაც, ამ ეტაპისთვის,  დასრულებულიამიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები და გრძელდება სრული რეაბილიტაცია.

მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლის  რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება ინტერიერი და ექსტერიერი, განახლდება სახურავი, კარ-ფანჯრები,სველი წერტილები, სათამაშო დარბაზი  და აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სპორტის სასახლე შეძლებს უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.

სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის 1 347 396 ლარი დაიხარჯება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu