TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონელი შალვა გურეშიძე 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
ზესტაფონელი შალვა გურეშიძე 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
ძიუდოში ევროპისა და მსოფლიოს ჩეპიონი ახალგაზრდებს შორის შალვა გურეშიძე იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელა. წარმატებულ ძიუდოისტს ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული პრიზი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გადასცა.
მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია სპორტის სასახლეში გაიმართა.
შალვა გურეშიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, პორტუგალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა მიმდინარე სეზონში ყველა შეჯიბრება მოგებით დაასრულა. ერთი თვის წინ ის ჰააგაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მანამდე კი ევროპის თასებს პრაღასა და გრაცში დაეუფლა.

















