"პასუხისმგებლობა არავის ეკისრება,"-გარემოსდამცველი რიკოთზე

"პასუხისმგებლობა არავის ეკისრება,"-გარემოსდამცველი რიკოთზე

„რიკოთს სჭირს ის, რაც მოსალოდნელი იყო: არასწორი პროექტი, ნაჩქარევად გაკეთებული გზა, შეცდომები მშენებლობისა და პროექტირების დროს, როცა არც პროფესიონალს მოუსმინეს, შედეგად მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ“ – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ რიკოთის მშენებლობა იმ გარემოებების გათვალისწინებით დაიწყო, რაც იმ 5-6 წლის წინ იყო, მაგრამ ახლა, კლიმატი შეიცვალა, ერთ დღეში შეიძლება მოვიდეს იმ რაოდენობის ნალექი, რაც მოდიოდა ერთი თვის განმავლობაში. სწორედ ამაშია საქმე, არ არის ბევრი რამ გათვლილი, რაც ძალიან ცუდია. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? არავინ. ყველა უწყებას ისე აქვს გაკეთებული კანონმდებლობა, რომ პასუხისმგებლობა არავის ეკისრება,“ - აცხადებს ჩხობაძე.

მისი თქმით, როგორც მთავრობაში მომაუშავე ყოფილი პირი, დარწმუნებულია, რომ სხვა დროს ასეთ გარემოებას სოლიდური ჯარიმა მოჰყვებოდა საგზაო დეპარტამენტის მისამართით.

როგორც სახელმწიფო უწყებაში მომუშავე ყოფილი პირი, ვიცი რას ნიშნავს, როდესაც გარემოს დაცვის ინსპექტორი იტყოდა, რომ დაგროვილი მასა ჩამოწვა ამა თუ იმ ობიექტზე, იმ წუთას საჯარიმო სანქცია ექნებოდა საგზაოს. რატომ? იმიტომ, რომ მიწის მასა არ უნდა დაგროვდეს, უნდა გავიდეს, გაიწმინდოს. ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა,“ - დასძენს ნინო ჩხობაძე.

"როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე აცხადებს, ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი ვერ შეჩერდება, თუმცა სხვა გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

„ვერ გავაჩერებთ და ვერ დავიწყებთ ახლის მშენებლობას. ამიტომ ტექნიკური გადაწყვეტილებები უნდა მოიძებნოს, რა იქნება უკეთესი. ეს რა თქმა უნდა, ძვირი დაჯდება, მაგრამ რანაირი ძვირიც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გავაკეთოთ,“ - ამბობს იგი.

ნინო ჩხობაძე რიკოთის მშენებელ დონორ ორგანიზაციებსაც შეეხო და საქართველოში დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მათ პოზიციაზე ისაუბრა.

„დიპლომატიური დუმილის მომენტი აქვთ ახლა დონორებს. მიუხედავად ამისა, არა მგონია, შეწყვიტონ ამ ეტაპზე დახმარება, რადგან თუ ასე მოხდება, ყველაზე დიდი საფრთხე სამოქალაქო სექტორი, რომელსაც ხელისუფლების გამოღვიძების ფუნქცია აკისრია, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს,“ - განაცხადა ჩხობაძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები