რეკლამა

სამტრედიამ სამი სპეცმანქანა შეიძინა

სამტრედიამ სამი სპეცმანქანა შეიძინა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამი სპეცმანქანა-ნაგავმზიდი  შეიძინეს.

თანამედროვე, ევრო 5-ის ტიპის ტექნიკა, ნაკლები გამონაბოლქვითა და სამუშაო პროცესის განხორციელებისთვის ავტომატურად უზრუნველყოფილი სისტემით, სერვისებს კიდევ უფრო ეფექტურს და მოქნილს გახდის. ეა ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გააუმჯობესებს ნარჩენების ეფექტურ მართვას.

დიდი ტევადობის, ორი 16 კუბიანი ,,ივეკოს" ფირმის წარმოების ნაგავმზიდი სამტრედიას საქართველოს მთავრობამ შეუძინა და გადასცა მუნიციპალიტეტს, ხოლო 4 კუბამეტრი, მცირე ტვირთამწეობის ნაგავმზიდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძინეს.

"ნარჩენების მართვის კუთხით მომსახურების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია პერიოდულად მატერიალური ტექნიკური ბაზის განახლება. აღნიშნული ტექნიკის შეძენის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ დასუფთავების მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება და შევძლებთ მომსახურების არეალების გაზრდას სხვადასხვა დასახლებებში.  ჩვენის მხრივ, ყოველთვის მაქსიმალური გაკეთდება მოსახლეობისთვის ყველა საჭირო სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, სხვა მრავალი სიახლე მომვალშიც  არაერთი იქნება,"-აცხადებს სამტრედიის მერი დავით ბახტაძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები