ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში “შატო ლაბარა” გაიხსნა.
“შატო ლაბარა” შეღავათიანი აგრო კრედიტის ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობს, რომელიც ვიზიტორებს სხვადასხვა სახეობის იმერულ ღვინოს და ავთენტურ ქართულ სამზარეულოს სთავაზობს.
“შატო ლაბარას” ვენახები ათ ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ოცდაათამდე ადგილობრივია დასაქმებული.
“შატო ლაბარას” წარმოებული წითელი და თეთრი ღვინო, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზეც გადის
და სხვადასხვა ღვინის კონკურსის გამარჯვებულია.