TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი ავტოსადგომი დამატებით 500 ავტომობილზეა გათვლილი.

"გაკეთდა ახალი წყალარინების სისტემა. ჯამში დაიგო 20 000მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ.-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა,"-აცხადებენ გაერთიანებაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu