TOPNEWS » მთავარი თემა » წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა.
ავტომობილი სრულიად დაიმტვრა, ერთი მგზავრი კი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ადგილზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.