TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში სოფლის მიმდებარე ტერიტორიები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში სოფლის მიმდებარე ტერიტორიები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში სოფლის მიმდებარე ტერიტორიები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სოფლის მიმდებარე ტერიტორიები და საცხოვრებელი სახლები.

“შექმნილი ვითარების სწრაფად მოსაგვარებლად ზესტაფონის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდისა და სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის სამუშაოები,”-ამბობს ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu