TOPNEWS » მთავარი თემა » “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ რთულია,”-რას ჰყვება სასწავლებლის კურსდამთავრებული?

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ რთულია,”-რას ჰყვება სასწავლებლის კურსდამთავრებული?

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ რთულია,”-რას ჰყვება სასწავლებლის კურსდამთავრებული?

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ლაშა შავგულიძე პროგრამული უზრუნველყოფის წარმატებული ინჟინერია. მან KIU სწორედ მაშინ აირჩია, როდესაც უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო.
 
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ რთულია. შესაბამისად, პროგრამის წარმატებით დასრულება ჩემთვის იქცა საკუთარი შესაძლებლობების რწმენის მტკიცებულებად“, - ამბობს ლაშა შავგულიძე.
 
 KIU-ს მიერ მიცემულ განსაკუთრებულ შესაძლებლობად ლაშა გერმანიაში გატარებულ სამ თვეს ასახელებს. იულიხში, Forschungszentrum-ში რამდენიმეთვიანი სასწავლო ვიზიტის დროს, თანატოლებთან ერთად, მანქანური სწავლების პროექტებზე იმუშავა. მონაწილეობდა მონაცემთა ანალიზისა და ალგორითმების შემუშავების პროცესში და მათ ოპტიმიზაციაში.
 
 წარმატებული აკადემიური საქმიანობის გარდა, ჩართული იყო სხვადასხვა პროექტსა და სტარტაპში.  
აქტიურად მონაწილეობდა KIU-ს შიდა სისტემების განვითარების საქმეში.
სწავლის დასრულების შემდეგ ლაშას კარიერა ახალ საფეხურზე გადავიდა და მრავალმხრივი გამოცდილება დააგროვა. მუშაობდა როგორც საჯარო უწყებებში, ისე კერძო კომპანიებში. ისწავლა, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო გაციფრულების მექანიზმები, მონაცემზე დაფუძნებული ანალიზი, ფინანსურ მონაცემთა უსაფრთხოება და ა.შ.
 
“დღეს თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ KIU-მ ჩამომაყალიბა, როგორც პროფესიონალი, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი ადამიანი. აქ ვისწავლე - თუ დასახული მიზნისკენ მიდიხარ, შეუძლებელიც კი შესაძლებელია“, -ამბობს ლაშა შავგულიძე.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევრებს ინკლუზიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს. KIU მხარს უჭერს სტუდენტებს, შესაძლებლობების გამოვლენასა და ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu