TOPNEWS » მთავარი თემა » კურორტ შოვთან, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ქვათაცვენა მოხდა

კურორტ შოვთან, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ქვათაცვენა მოხდა

კურორტ შოვთან, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ქვათაცვენა მოხდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე ბუბას კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.

"აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის,"-აცხადებენ სააგენტოში. 

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარ სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 დაკარგულს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu