TOPNEWS » მთავარი თემა » რაზე ესაუბრა იმერეთის გუბერნატორი რეგიონის მერებს?

რაზე ესაუბრა იმერეთის გუბერნატორი რეგიონის მერებს?

რაზე ესაუბრა იმერეთის გუბერნატორი რეგიონის მერებს?

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტების ქონების მართვისა და პრივატიზების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის არსებული ქონებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, შესაბამის ადმინისტრაციულ პროცედურებსა და სხვა მიმდინარე საკითხებს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილეები გრიგოლ დალაქიშვილი და ბესიკ გოფოძე, ასევე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu