რეკლამა

ხარაგაულის მერი: ჩვენი სურვილია, მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათზე

ხარაგაულის მერი: ჩვენი სურვილია, მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათზე

 ხარაგაულის მერმა მერის წარმომადგენლებთან ორშაბათის ტრადიციული  თათბირი გამართა. 

თათბირის ფორმატში მერმა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. 

"მერმა უშუალოდ მოისმინა ინფორმაცია  თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და დეტალურად განიხილა ის საკითხები, რომელიც პროგრამის დროულად და ეფექტურად წარმართვის მნიშვნელოვანია. წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 155 პროექტი განხორციელდება,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 

ხარაგაულის მერია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს დაეხმარება. 

"ჩვენი სურვილია, მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათზე.  მაქსიმალურად ვეცდებით ყურადღების მიღმა არ დაგვრჩნენ ის ადამიანები, ვისთვისაც ეს დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,"-განაცხადა თათბირის მიმდინარეობისას კობა ლურსმანაშვილმა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები