"ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კამპანია დაასრულა. აღნიშნულის შესახებ განცხადებები ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ აქციაზე გაკეთდა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ასობით ათასი ხელმოწერა შეგროვდა და ამჯერად სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
"ადამიანები ქარში, წვიმაში, თოვლში იდგნენ რიგებში იმისთვის, რომ ხელი მოეწერათ. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. მას შეუძლია ჩვენს ქვეყანაში გაჭირვების, უმუშევრობის, ემიგრაციის დასრულება,"-ამბობს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.
როგორც პარტიაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 150 000 ხელმოწერა შეგროვდა. შეგროვებულ ხელმოწერებს პარტიის ლიდერები მოქალაქეებთან ერთად, დღეს თბილისში, სალომე ზურაბიშვილთან ჩაიტანენ.