სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტში!
"მოსახლეობის საყურადღებოდ! რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გადაუღებელმა (უხვმა ნალექმა)თოვის სახით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები გამოიწვია. მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. მწყობრიდან არის გამოსული ელექტროენერგიის მაღალი გადაცემის ხაზები, ელექტროენერგია არ მიეწოდება როგორც დაბას, ასევე, მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს.
მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება! საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ენერგო-პრო ჯორჯიასა და შინაგან საქმეთა სამინიტროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ცენტრალური საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკის მიერ გამთენიიდან მიმდინარეობს ცენტრალურ გზებზე ჩამოწოლილი ზავალებისა და ჩახერგილი ხეებისაგან გზების წმენდა.
მოსახლეობას გთხოვთ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, დარჩეთ სახლში! გზებზე მოსალოდნელია ზვავსაშიშროება!,"-აცხადებენ ლენტეხის მერიაში.