სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“ჩვენს კუთხეს, რაჭას და სრულიად საქართველოს გამოაკლდა ადამიანი, რომელმაც თავისი საქმეებით ნათელი კვალი დატოვა.
ბატონი ნიკო გახლდათ 2004 წლიდან 2008 წლამდე, მაჟორიტარი №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქიდან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მას მინიჭებული აქვს საპატიო რაჭველის წოდება.
ასევე, პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი.
ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილის.
1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა. 1995 - 1998 წლებში კი - საქართველოს 1-ლ სახელმწიფო მინისტრის პოსტი.
ვიზიარებთ ბატონი ნიკოს ოჯახის წევრების, ახლობლების, ნათესავების მწუხარებას,”-ნათქვამია განცხადებაში.