"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო.
"აქტიურად დავიწყეთ შეხვედრები ქუთაისის მოსახლეობასთან. დღეს, გუმათის დასახლებაში ვიყავით, მოვუსმინეთ მოქალაქეებს, ჩვენი სამომავლო ხედვა და განვითარების შემდეგი ეტაპები გავაცანით, რაც ქალაქისა და ქვეყნის განვითარებას უკავშირდება.
გუმათის დასახლებაში ბევრი რამ გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემებიც თუმცა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
მე, როგორც ამ გუნდის ნაწილი და ქუთაისის დელეგატი მოგიწოდებთ დაგვიჭიროთ მხარი, რათა ერთად შევძლოთ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო წარმატებული, მშვიდობიანი და ევროპული,"-აცხადებს ქუთაისის მაჟორიტარი ზაზა ლომინაძე.