ბაღდათის სოფელ როკითში 250 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია უტარდება
ბაღდათის სოფელ როკითში 250 მოსწავლეზეა გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.
სკოლის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების საგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.
პროექტის ჯამური ღირებულება 4.2 მილიონ ლარამდეა.
“სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიური ტემპით მალე დაიწყება შიდა სამღებრო სამუშაოები. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2026 წლის პირველ კვარტალში. რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ როკითის სკოლა სრულად განახლდება და ადგილობრივ მოსწავლეებს თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ სასწავლო გარემოს შესთავაზებს.
სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან, ნოდარ გიორგიძესთან ერთად გაეცნო.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაღდათში #1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტსაც ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა 250 მოსწავლეს მოემსახურება,”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

















