რეკლამა

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები სოფელ ჭორვილაში არ შეუშვეს

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები სოფელ ჭორვილაში არ შეუშვეს


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები, რომლებიც სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვას გეგმავდნენ, ჭორვილაში არ შეუშვეს.

კოროხნალის მაღაროსთან გაფიცულებს ჭორვილაში ადგილობრივი მოსახლეობა დახვდა, 
რომლებმაც აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ ჭორვილაში შესვლის და სიმყუდროვის დარღვევის უფლებას არ მისცემენ.

აქციის მონაწილეები ივანიშვილისგან პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას ითხოვენ. 

"უწყვეტი აქციის 165 დღე. პირველ სექტემბრამდე თუ არ ჩაერთვება ამ პრობლემების მოგვარებაში ცენტრალური მთავრობა, პირველი სექტემბრიდან მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას-ვიკერავთ პირს და ვიწყებთ შიმშილობას!,"-აცხადებენ გაფიცულები.

გაფიცულებს კოროხნალის მაღაროს შესასვლელი ბლოკირებული აქვთ და "ჯორჯიან მანგანეზს" მაღაროს ამუშავების უფლებას არ აძლევენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები