რეკლამა

ტექნიკური ხარვეზის გამო, ქუთაისის აეროპორტი რეისებს ვერ იღებდა

ტექნიკური ხარვეზის გამო, ქუთაისის აეროპორტი რეისებს ვერ იღებდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო, აეროპორტის მუშაობა შეფერხებული იყო. აღნიშნული მიზეზით, ათენის-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამავე მიზეზით, აეროპორტიდან ვერც დაგეგმილი რეისების გაშვება ხდებოდა.
როგორც აეროპორტში აცხადებდნენ, შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობდა ერთობლივი მუშაობა, რათა ოპერატიულად მომხდარიყო ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა. 
მომხდართან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ აეროპორტში მყოფი მგზავრების ახლობლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქუთაისში თბილისიდან ჩამოვიდნენ. 

ტეგები:

Facebook - კომენტარები