რეკლამა

საჩხერეში ექიმ ზაზა მაჭარაშვილის სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა

საჩხერეში ექიმ ზაზა მაჭარაშვილის სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა

ქალაქ საჩხერეში, მისივე საცხოვრებელ სახლზე, ექიმ ზაზა მაჭარაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. ექიმ-რადიოლოგი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი სამედიცინო სფეროში 26 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. 

ცერემონიალს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლები, ექიმის კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ლევან ივანაშვილმა ექიმის ღვაწლზე ისაუბრა: „განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი ზაზას დამოკიდებულება მშობლიური მხარისადმი,  შეეძლო სხვაგან ემუშავა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი სიყვარული საჩხერეს უკავშირდებოდა. 

ამ პროექტის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, თუ რაოდენ პატივს მივაგებთ ჩვენ ასეთ ადამიანებს, რათა ახალგაზრდობისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს მისნაირი პიროვნებები.“

ღონისძიება საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაწესებულ ღვაწლმოსილ პიროვნებათა დაფასებისა და პატივმიგების პროექტის ფარგლებში გაიმართა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები