ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
სოფელ სადმელის ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 278 333 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში აშენდა და გარემონტდა ახალი შენობა-ნაგებობა, მოეწყო კომუნიკაციები და სველი წერტილები. ამჟამად ბაღის გარე სივრცეში რეკრეაციული ზონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს პერიოდში მოხდება საბავშვო ბაღის ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
საბავშვო ბაღი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და სრულად ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.