TOPNEWS » მთავარი თემა » რატომ მოდის პოლიტიკაში ნიკეას ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა სინაურიძე?

რატომ მოდის პოლიტიკაში ნიკეას ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა სინაურიძე?

რატომ მოდის პოლიტიკაში ნიკეას ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა სინაურიძე?

მამუკა სინაურიძე ქუთაისში, ნიკეას ოლქში პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 

დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის მე-40 სკოლა-გიმნაზია, რის შემდეგაც სწავლა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამრეწველო და სამოქალაქო- სამშენებლო ფაკულტეტზე განაგრძო. პროფესიული განვითარების მიზნით გერმანიაში, ჰოლანდიაში, ლუქსემბურგში, საფრანგეთსა და დუბაიში გავლილი აქვს გადამზადების კურსი არქიტექტურული პროპორციების  და კომპოზიცების მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ  სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა არქიტექტორად. ასევე,  მშენებლობის ხარისხი ექსპერტის პოზიციაზე.

2013 წლიდან  არის  საპროექტო კომპანია  "არტ x"-ს თანადამფუძნებელი. 2019 წელს დააარსა სამშენებლო კომპანია "გრუპი არტი" და  არის მისი  გენერალური დირექტორი. ყავს მეუღლე და ერთი შვილი.

“ემსახურო მშობლიურ ქალაქს  და  ჩაერთო  მის განვითარებაში, ეს არის უდიდესი პატივი. მე, როგორც ქუთაისელი და ნიკეას მკვიდრი, ზუსტად ვიაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რაც თანაქალაქელების წინაშე მეკისრება. მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობის შემდეგ,  წარმომადგენლობით ორგანოში ჩემი საქმიანობის მთავარი ამოცანა იქნება, გამოვიყენო ის შესაძლებლობა, რასაც მმართველი გუნდი მთავაზობს. აუცილებელია გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ქუთაისის, როგორც უძველესი ევროპული ქალაქის განვითარების მთავარი ამოცანაა,”-ამბობს მამუკა სინაურიძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu