TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურას 4 ახალი ავტობუსი გადაეცა

ჭიათურას 4 ახალი ავტობუსი გადაეცა

ჭიათურას 4 ახალი ავტობუსი გადაეცა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 4 ახალი, თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ავტობუსი მოემსახურება.
ახალი სატრანსპორტო საშუალება 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 მწვანე ფერის 4  ავტობუსი სამ მარშუტზე გადანაწილდა:
№1 ავტობუსი - ჭავჭავაძის ქუჩა - მემორიალი.( 50 თეთრი)
№ 2 ავტობუსი-  ჭილოვანი - დიდი კაცხი. (50 თეთრი).
№3 ავტობუსი  ჭიათურა-საჩხერე  (  ერთი ლარი)
№4 ავტობუსი  ჭიათურა-საჩხერე  (  ერთი ლარი)

ტრანსპორტი  8 საათიდან  20 საათამდე იმოძრავებს. მგზავრობის საფასურის გადახდა საბარათე სისტემით იქნება შესაძლებელი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური და ჭიათურელებზე და ჭიათურის სტუმრებზე  ორიენტირებული ტრანსპორტი, რათა გადაადგილება  ყველასთვის იყოს კომფორტული. კიდევ ერთხელ მინდა  მადლიერება  გამოვხატო ცენტრალური ხელისუფლების, მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის და ყველას მიმართ, ვინც მოგვცა შესაძლებლობა მოსახლეობას სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები მოვუგვაროთ,"- განაცხადა გივი მოდებაძემ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu