TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის  მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის  მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიხედვით, მემორიალი სრულად განახლდება, შეიცვლება კომპოზიცია, განთავსდება ახალი ქანდაკება და ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, გამწვანებითა და განათებით.

მემორიალზე მიმდინარე სამუშაოებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და  მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, მოქანდაკე გიორგი კიკვაძესთან ერთად გაეცნენ. 

მემორიალის რეაბილიტაციის გამო,  აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 8 აგვისტოს  ბაგრატის ტაძარში გაიმართება. სასულიერო პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან,  ტაძრის ეზოში კი, აგვისტოს ომის თემაზე ფოტოგამოფენა მოეწყობა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu