TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, გაზგასამართ სადგურზე უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სასწრაფომ გადაარჩინა

ქუთაისში, გაზგასამართ სადგურზე უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სასწრაფომ გადაარჩინა

ქუთაისში, გაზგასამართ სადგურზე უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სასწრაფომ გადაარჩინა

ქუთაისში, სასწრაფო დახმარების გუნდმა გაზგასამართ სადგურზე უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა.

 "ქუთაისში, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. პაციენტს არ ჰქონდა პულსი და არ აღენიშნებოდა გულისცემა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. 
მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და მე-16 წუთზე გულისცემა და სუნთქვა აღდგა. პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებითა და სტაბილური მდგომარეობით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი. აღსანიშნავია ის ამბავიც,  რომ დღეისათვის პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს.
 

გვეამაყება პარამედიკოსი გიორგი გაბედავა
 ექთანი ლანა გაბელაშვილი
 მძღოლი -კახაბერ ღვინიანიძე,"-წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად". 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu