ქვეყნის 23 ქალაქს შორის ზესტაფონი ერთ- ერთია, სადაც ყოველწლიური ფესტივალი "ღვინის დღეები" აღინიშნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული ფესტივალი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება, სადაც ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. საფესტივალო პროგრა 14 საათიდან დაიწყება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში დატვირთული პროგრამა ელოდებათ: ქართული ღვინოების გამოფენა - გაყიდვა, გასართობ - შემეცნებითი ღონისძიებები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული სამზარეულოს კუთხე. ღონისძიებები კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები მიიღებენ.
14:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
14:00–20:00
კვების სივრცე: მწვადი, ჩურჩხელა, თაფლი, ხინკლუკების ჩიფსები, შემწვარი წაბლი, ელარჯის ბურთულები.
14:00–20:00
პურის ცხობა, ღვინის დაწურვა საწნახელში, ჩურჩხელების ამოვლება.
14:00–20:00
გასართობი აქტივობები: თიხის ჭურჭლის ძერწვა, ღვინით ხატვა, ტილოზე ხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, ქართული ცეკვის შესწავლა.
18:00–20 : 00
კონცერტი: თიკა ჯამბურია, თემურ თათარაშვილი, თამუნა ამონაშვილი, "ქუჩის ბიჭები".