3 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

3 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

3 ივლისს, 09:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.  

გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი თბილისის საგამოცდო ცენტრებს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. 

2024 წელს საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.  ყველა საგამოცდო ცენტრი უკვე აღჭურვლია გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე  ხვალიდან მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 



ტეგები:

Facebook - კომენტარები