შაურმა გაძვირდა

შაურმა გაძვირდა

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სწრაფი კვების პროდუქტი - შაურმა გაძვირდა. ცვლილება რამდენიმე ცნობილი კომპანიის ფილიალში არის ასახული. საუბარია, ფასის 1-ლარიან მატებაზე.

როგორც მომხმარებლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, შაურმის ფასი მიმდინარე წლიდან არის გაზრდილი.

მაგალითისთვის, თუ მინი შაურმა აქამდე 9 ლარი ღირდა, ახლა მისი შეძენა 10 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო სტანდარტულის ფასი - 11-დან 12 ლარამდე გაიზარდა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები