რეკლამა

სიმონეთში ტრაგიკულ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

სიმონეთში ტრაგიკულ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თერჯოლის სოფელ სიმონეთის სააჯრო სკოლის თანამშრომელი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა.

"N2 საჯარო სკოლის პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გაგი კლდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. გაგი კლდიაშვილი თითქმის ათეული წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების საქმეს. მისი გარდაცვლება დიდი დანაკლისია ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პერსონალისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისათვის. ძნელია მასზე წარსულში ისაუბრო, ნამდვილად ღირსეული და კეთილი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს,"-ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები