TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათის მაღალმთიან სოფელ ხანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა იწყება
ბაღდათის მაღალმთიან სოფელ ხანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა იწყება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება.
პროექტის თანახმად, სრულად აღდგება ქალაქ ბაღდათისა და სოფლების - კაკასხიდის და ხანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელიც სტიქიამ დააზიანა.
სამუშაოები, რომელთა ღირებულება 4,779,779 ლარია, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტი 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
სოფელ ხანის მიმართულებით მოსახლეობა ამ ეტაპზე ალტერნატიული გზით გადაადგილდება.





