დირკ შუსტერი “ტორპედო ქუთაისის” მთავარი მწვრთნელია.
კლუბის ინფორმაციით, 57 წლის მწვრთნელი უკვე საქართველოშია და “ტორპედო” შეთანხმებას ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
დირკ შუსტერს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნამუშევარი აქვს დარმშტადში(2012-2016, 2017-2019 🇩🇪), აუგსბურგში(2016 🇩🇪), ერცგებირგესა(2019-2021 🇩🇪) და კაიზერსლაუტერნში(2022-2023 🇩🇪).
2015-16 წლების სეზონში დირკ შუსტერი დარმშტადში მუშაობის დროს ბუნდესლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ცნობისთვის, ამ დრომდე კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს ამერიკელი სტივ კინი იკავებდა.