“იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ვითარდება და უმჯობესდება საცხოვრებელი პირობები”

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ხონში, სოფელ მათხოჯში მერობის კანდიდატ, ლადო ჯურხაძესთან ერთად, მოსახლეობასთან იმ გამოწვევებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მათთვის პრიორიტეტია.
“იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ვითარდება და უმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტს სწორედ, რომ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე გეგმავს და მორგებულია მათ საჭიროებებზე.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით მათხოჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე დასრულდა და რამდენიმე პროექტი ამჟამადაც მიმდინარეობს. 2021 წლიდან მოყოლებული, ეტაპობრივად მოასფალტდა საუბნო გზები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია 75 აღსაზრდელზე და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მოეწყო სპორტული მოედანი, გარე განათების სისტემა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა.
ამავე სოფელში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2021–2025 წლებში 260 000 ლარის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა.
ჩემთვის ცნობილია, რომ სოფელ მათხოჯში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა და სკოლის რეაბილიტაცია. ამ საკითხების მოგვარება ჩვენს გეგმებშია და იმედი მაქვს თქვენი თანადგომით შევძლებთ ამ გამოწვევებსაც გავუმკლავდეთ,”-ამბობს ლევან ზალკალიანი.