TOPNEWS » მთავარი თემა » ომის ვეტერანებს ქუთაისის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ

ომის ვეტერანებს ქუთაისის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ

ომის ვეტერანებს ქუთაისის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა  დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  გვირგვინებით შეამკეს  გმირთა მემორიალი  და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.

სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს ომში დაღუპულ გმირებს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების  81-ე წლისთავს მხოლოდ ორი ქუთაისელი ვეტერანი შეხვდა - ორესტი ბერულავა და გუგული სალუქვაძე, მათ ქუთაისის  მერმა და მერის პირველმა მოადგილემ  მიულოცეს გამარჯვების დღე. ვეტერანებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu