TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათის სოფლებში კოლხური ხოხბები გაუშვეს

ბაღდათის სოფლებში კოლხური ხოხბები გაუშვეს

ბაღდათის სოფლებში კოლხური ხოხბები გაუშვეს

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით,

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხბების გაშვების აქცია განხორციელდა.

200 კოლხური ხოხობი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში-ობჩასა და ვარციხეში, ფრინველების ცხოვრებისთვის საჭირო გარემოში გაუშვეს. 

ხოხბები ბაღდათის მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" გადასაცა.

“აღნიშნული ღონისძიების მიზანი, კოლხური  ხოხბის პოპულაცია და ველური ფაუნის გამრავალფეროვნებაა. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია უნიკალურ ფრინველთა ჯიშების გამრავლებას და შემდეგ ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს.

მათ შორისაა წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხობი, რომელიც აქამდე გადაშენების პირას იყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი გავრცელდა,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu