TOPNEWS » მთავარი თემა » "რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აღორძინება,"-გეოლოგიის დღესთან დაკავშირებით ორდღიანი ღონისძიება გაიმართა

"რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აღორძინება,"-გეოლოგიის დღესთან დაკავშირებით ორდღიანი ღონისძიება გაიმართა

"რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აღორძინება,"-გეოლოგიის დღესთან დაკავშირებით ორდღიანი ღონისძიება გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიების გახსნას დაესწრო, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გეოლოგიური თავისებურებების, მიწისქვეშა წყლების, გეოტურიზმისა და ტრადიციების შესახებ იმსჯელეს.
გეოლოგის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ღონისძიების – „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აღორძინება, მთის მდგრადი განვითარების საფუძველი“ – მუშაობაში ჩართულნი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევრები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის, გეოლოგიის დეპარტამენტის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სამთო-გეოლოგიის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, სტუდენტები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს და მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, დარგში მოქმედი კომპანიების – არემჯის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ფახრალოს ტუფის“ და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში გეოლოგიის სახელმწიფო სამსახური 185 წელს ითვლის და შედეგად, საქართველოს ტერიტორია კარგად არის შესწავლილი – დაძიებულია ლითონური და არალითონური სასარგებლო წიაღისეული, მიწისქვეშა, მინერალური და თერმული წყლები, შედგენილია სხვადასხვა დანიშნულების და სხვადასხვა მასშტაბის გეოლოგიური რუკები, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და კურსდამთავრებულებსაც მიუძღვით. ზურაბ გუდავაძის თქმით, აღნიშნული მიმართულებით უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობა სამხარეო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგში მოქმედ კომპანიებთან.
გეოლოგის რთული პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გეოლოგიურ თავისებურებებზე, მინერალური, თერმული და მტკნარი წყლების საბადოებზე, სასარგებლო წიაღისეულსა და მადანგამოვლინებებზე, მინერალური ნედლეულის მოპოვებისა და გამოყენების სწრაფი ტემპით გამოწვეულ ეკოლოგიურ დისბალანსზე და ამ მიმართულებით გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებაზე ყურადღება გაამახვილეს სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ლევან ჯაფარიძემ, სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ, სტუ-ის მკვლევრებმა – ასისტენტ-პროფესორმა ნანა ქიტიაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა შორენა კუპრეიშვილმა, თსუ-ის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამარ წუწუნავამ, ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა არჩილ მაღალაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინე კობახიძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა, კომპანია RMG-ის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ.
გეოლოგის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი მინერალოგიისა და გემოლოგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება.
ცნობისათვის, საქართველოში გეოლოგის საერთაშორისო დღეს 1965 წლიდან აღნიშნავენ, თუმცა ქვეყანაში გეოლოგიის სახელმწიფო სამსახური 180 წელზე მეტს ითვლის, ხოლო სისტემური კვლევები დარგში 1941 წლიდან იწყება.
საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu