საჩხერის მერიამ სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანები დააჯილდოვა
საჩხერეში, ქალაქის მთავარ ქუჩაზე, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საბავშვო აქტივობებით დაიწყო და კონცერტით გაგრძელდა. კონცერტში ოთო ნემსაძე, ანა უზნაძე, ანსამბლი „გორდელა“, ჯგუფი „შერეკილები“ და სტატუს ბენდი“ მონაწილეობდა.
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, დასახელდნენ 2025 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები:
საუკეთესო საჯარო მოხელე (მერია) - გიორგი შაორშაძე;
საუკეთესო საჯარო მოხელე (საკრებულო) - ია კიპაროიძე;
საუკეთესო ჯარისკაცი - გოგა კომლაძე;
საუკეთესო პოლიციელი - ივანე გაბაძე;
საუკეთესო მაშველი - ფრიდონ ჩხიტუნიძე;
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მუშაკი - ზაზა კურტანიძე;
საუკეთესო მედიკოსი - ირაკლი ტყემალაძე;
საუკეთესო ექთანი - სოფიო ჭიოკაძე;
საუკეთესო პედაგოგი - ელზა ხარშილაძე;
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების საუკეთესო მუშაკი - მარინა აბრამიშვილი;
საუკეთესო საქველმოქმედო პროექტი - ავტორი მურმანი ტოგონიძე;
საუკეთესო სპორტსმენი - გოდერძი ბერდელიძე;
საუკეთესო სპორტსმენი (გუნდური სახეობა) - ირაკლი ქვათაძე;
საუკეთესო ახალგაზრდა - ლაზარე კაპანაძე;
კულტურის სფეროს საუკეთესო მუშაკი - გიორგი მეტონიძე;
ქალაქის ქომაგი - გიორგი ზაბახიძე;
საუკეთესო ტურისტული ატრაქცია - უჩა მაჭარაშვილი;
საუკეთესო მეეზოვე - ციცინო მაჭარაშვილი;
24 საათი ქალაქის სამსახურში - როსტომ ცარციძე.
საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.





