ქუთაისში ცნობილი მწერლის 75 წლის იუბილე აღნიშნეს

ქუთაისში ცნობილი მწერლის 75 წლის იუბილე აღნიშნეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ცნობილი მწერლის, ლიტერატურათმცოდნისა და საზოგადო მოღვაწის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატის, ქართული კულტურის რაინდის, არაერთი აკადემიის წევრის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ავთანდილ ნიკოლეიშვილის დაბადებიდან 75 და სამეცნიერო, სამწერლო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

ავთანდილ ნიკოლეიშვილი 300-ზე მეტი წიგნის თუ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნებული ნაშრომების ავტორი არის. მიღებული აქვს არაერთი პრემია. 1996-2005 წლებში იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 

"ის დაუღლელი მეცნიერი და გამორჩეული პედაგოგია, რომელმაც თაობები ჩამოაყალიბა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და დღესაც ჩვეული ენერგიითა და ერთგულებით ემსახურება თავის ქვეყანასა და უნივერსიტეტს,"-აცხადებენ უნივერსიტეტში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები