რეკლამა

"ქუთაისში, მანდარიას ქუჩა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს"

"ქუთაისში, მანდარიას ქუჩა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს"

ქუთაისის სადგურის მიმდებარე მანდარიას ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება საფრთხისშემცველია-განცხადებას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს. 

მათი თქმით, სამუშაოების უხარისხოდ წარმოების შედეგად, სავალ ნაწილს გამოცლილი აქვს ვაკისი და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს.

 "აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციიდან ერთი წელიც არ არის გასული. სამუშაოებზე მილიონ ლარამდე დაიხარჯა,"-აცხადებენ ორგანიზაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები