TOPNEWS » მთავარი თემა » ლეჩხუმელმა ცოტნე სილაგაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ლეჩხუმელმა ცოტნე სილაგაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ტურნირში მონაწილეობდა ცაგერის სასპორტო სკოლასთან არსებული ჭიდაობის კლუბ ,,თაკვერის" ახალგაზრდა ფალავანი ცოტნე სილაგაძე, რომელმაც 85 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ 5 წმინდა გამარჯვებით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.





