TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში, 450 მოსწავლეზე გათვლილი მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

სამტრედიაში, 450 მოსწავლეზე გათვლილი მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

სამტრედიაში, 450 მოსწავლეზე გათვლილი მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერ დავით ბახტაძესთან ერთად სამტრედიის №4 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.

450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება, პარალელურად მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

ახალი სკოლა თანამედროვე სასწავლო სივრცეებით აღიჭურვება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu