რეკლამა

ბაღდათის სოფელი ხანი სტიქიამ გარესამყაროს მოწყვიტა

ბაღდათის სოფელი ხანი სტიქიამ გარესამყაროს მოწყვიტა

სტიქია ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ადიდებულმა მდინარე ხანისწყალმა მაღალმთიანი სოფელი ხანი გარესამყაროს მოწყვიტა. მდინარემ სოფელთან მისასვლელ ცენტრალურ გზას საძირკველი გამოაცალა, რის გამოც გზაზე გადაადგილება საფრთხისშემცველია. 

ხანს, სადაც 275 ოჯახი ცხოვრობს, არც ელექტროენერგია მიეწოდება, რადგან სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. 

ადიდებულმა მდინარემ ზეკარის ხეობაში არსებული მინერალური წყლების საწარმოც 
დააზარალა. მდინარე ხანისწყალმა  კალაპოტი გაარღვია და კომპანია ზეკარის” ტერიტორია დატბორა.  წყალმა დატბორა საწარმოს ეზო და დააზიანა შენობა-ნაგებობები.  ძლიერი ნაკადისა და წყლის დონის გამო, საწარმოს თანამშრომლები ვერ ახერხებენ ქარხნის შიდა პერიმეტრზე შესვლას.  კომპანია “ზეკარი” მინერალური  წყლის მწარმოებელი საწარმოა, რომელშიც ადგილობრივები არიან დასაქმებულები.
კომპანიის ხელმძღვანელობა ხელისუფლებას დახმარებას და ადგილზე არსებული სიტუაციის სწრაფად შესწავლას სთხოვს, რათა საწარმომ ფუნქციონირების აღდგენა შეძლოს. 

ამ დროისთვის უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ზარალი მასშტაბურია და შესაბამისი კომისია ზარალს ითვლის. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სოფელ ხანთან მისასვლელად ალტერნატიული გზის მოწყობაზე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები